GE

ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი გარკვეული დათქმებით განახლდა – „მოსწავლეთა დასწრება კარგია, ჩვეულებრივი“

დღეს, 9 ნოემბერს, სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლაში, სადაც 800 მოსწავლე სწავლობს, სასწავლო პროცესი განახლდა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს კოლაში განუცხადეს, მოსწავლეთა დასწრება კარგია და ყველა შესაბამისი ზომა მათი უსაფრთხოებისთვის მიღებულია.

დამატებით დაკეტილია ის საკლასო ოთახები, რომლებიც მეტად არის დაზიანებული, ავარიული და ასევე, გაზრდილია სკოლის მანდატურების რაოდენობა.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, შეცვლილია საათობრივი ბადე და შემცირებულია სხვადასხვა საგნებისთვის გამოყოფილი საათები.

“დღეს დავიწყეთ და კარგი დასწრებაა, ჩვეულებრივი. ყოველთვის იყო აქამდეც, რომ კლასში რამდენიმე ბავშვი არ მოდიოდა, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ შექმნილმა სიტუაციამ დასწრების რამენაირი ცვლილება გამოიწვია”, – გვითხრეს სკოლაში.

გუშინ, 8 ნოემბერს, სკოლაში მშობლების გაფართოებულ შემადგენლობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მშობლებმა მიიღეს შეტყობინება განათლების სამინისტროს წარმომადგენლისგან, რომ სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში გაგრძელდებოდა.

“ვინაიდან ფართის მოძიებას არ ეყო ეს ორი დღე, ამასთანავე, სულ რომ ხვალ ვიშოვოთ ფართი, გარკვეული დრო დასჭირდება გარდამავალ პერიოდს – ხელშეკრულების გაფორმება, 112ის დასკვნა და აშ. თქვენი სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: სამხარაულის ბიუროს გაეგზავნა დამატებითი მოთხოვნა სიღრმისეული ანალიზის გასაკეთებლად. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია მანამდე იყო ზეპირი, ჩაითვალა, რომ დამატებით ჩართონ ექსპერტები ამ პროცესში. მანამდე, სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობაში. ამასთანავე, ორშაბათიდან ადგილზე გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება. ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, ხოლო სწავლისთვის გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ოთახები, დაემატებიან მანდატურები. რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსს, რომელუც ვეკუას სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად მზად იქნება 2027 წლის სექტემბერში”, – დაწერა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა, მარი გაბედავამ სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე:

„ორშაბათს სკოლაში არ უნდა მოხვიდეთო“ – შეჩერდება თუ არა სასწავლო პროცესი ვეკუას სკოლაში?, რას ითხოვენ მშობლები და რა პასუხი აქვს სამინისტროს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური