GE

GRUNI-ს სტუდენტები UNI4VERSE – FINEDU-ს კონკურსის ფინალში მონაწილეობდნენ

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის ტექნოპარკში გამართულ UNI4VERSE – FINEDU-ს კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობდნენ.

უნივერსიტეტის მიერ 6 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებმა ფინანსური სერვისების ინტეგრაციის, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი დაგეგმვის გამარტივების, კიბერუსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის, ბიუჯეტირებისა და დანაზოგების მართვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის ფულადი ნაკადების ანალიზის მიმართულებით იმუშავეს.

ფინალურ ეტაპამდე მონაწილეებმა იდეების გენერირების ვორკშოპები, საინფორმაციო შეხვედრები და ონლაინ სამუშაო სესიები გაიარეს, სადაც საკუთარი პროექტები და საპრეზენტაციო მასალები დახვეწეს.

UNI4VERSE ინოვაციების და ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა FinEdu-თან პარტნიორობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ინოვაციური განათლების ფონდის“ კოორდინირებით ყოველწლიურად ხორციელდება.

კონკურსი ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება და სტუდენტებს საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური