„გამოცადე ექიმობა“ – ალტე უნივერსიტეტის კამპუსსა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში აბიტურიენტებისთვის სასწავლო ტური მოეწყო
ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, მედიცინით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, პროექტი – „გამოცადე ექიმობა“ ჩატარდა.
უნივერსიტეტის მიერ 6 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის კამპუსსა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სასწავლო ტური მოეწყო.
მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მედიცინის პროგრამის შესახებ. ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეცნოთ ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერი, დაესვათ მისთვის კითხვები და მოენახულებინათ უნივერსიტეტის ინოვაციური სიმულაციური ცენტრები და ლაბორატორიები, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს ეუფლებიან.
სასწავლო ტურის მეორე ეტაპი მოიცავდა ვიზიტს ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი • Iv. Bokeria University Hospital-ში, სადაც აბიტურიენტები წამყვან ექიმებთან ერთად გაეცნენ რეალურ სამედიცინო შემთხვევებს და საინტერესო პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
-
ალტე უნივერსიტეტს Artvin Çoruh Üniversitesi-ს დელეგაცია ესტუმრა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა და თსსუ-მ საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ უმასპინძლეს
by ალტე უნივერსიტეტი
-
29–30 ოქტომბერს, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი