GE

საქართველოს რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაწყობდება სასკოლო ფორმები და განთავსდება ფასდაკლების ბანერები – სია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 27 ოქტომბრის განკარგულებით, სასკოლო ფორმები საჯარო სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში დასაწყობდება.

საუბარია „სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუწველყოფის მიზნობრივი პროგრამის“ ბენეფიციარებისთვის განკუთვნილ სასკოლო ფორმებზე.

“მიეცეთ თანხმობა ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ საჯარო სკოლებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ანალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, თავიანთ სარგებლობაში არსებული უძრავი ქოწების ნაწილი, ამავე დანართის შესაბამისად, აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ, თნოვების ფორმით, დროებით სარგებლობაში, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გადასცენ შპს საგანმანათლებლო რესურსებს”, – წერია პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში.

გარდა ამისა, შპს საგანმანათლებლო რესურსებს მიეცა თანხმობა, რომ პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გათვალისწინნებული დაწესებულებების შესაბამის ფართებში, პროგრამების თაობაზე მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირების მიზნით, განათავსოს საქართველოში მოქმედი ლიცენზირებული ბანკების სპეციალური ფასდაკლების საინფორმაციო ბანერები და საბანკო გადახდის ტერმინალები.

იხილეთ: დაწესებულებების ჩამონათვალი საქართველოს მასშტაბით

ასევე იხილეთ:

რომელი სავაჭრო ობიექტებიდან შეძლებთ ონლაინ შეკვეთილი სასკოლო ფორმის გატანას – ინფორმაცია მშობლებისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური