GE

10 ნოემბერს მსოფლიო მეცნიერების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

10 ნოემბერს, მსოფლიოს მასშტაბით, მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება. მეცნიერების საერთაშორისო დღე გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია UNESCO-ს მიერ 2001 წელს დაფუძნდა.

ამ დღის მიზანია მეცნიერების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და აქტუალური სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართვის ხელშეწყობა.

2026 წლის მეცნიერების საერთაშორისო დღის მთავარი სლოგანი კი შემდეგია: „საერთო საფუძვლის პოვნა სამეცნიერო დიპლომატიის გზით“.

თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამორჩეული ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა: რუსთაველის ფონდის 2026 წლის პრემიის „მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ 9 ღვაწლმოსილი მეცნიერი და რუსთაველის ფონდის 2026 წლის პრემიის კონკურსის „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ გამარჯვებული 11 ახალგაზრდა მეცნიერი და მკვლევარი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური