GE

საზოგადოებრივი კოლეჯში ,,ახალი ტალღა” პროფესიულ პროგრამებზე მიღება 19 აპრილს დასრულდება

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯში ,,ახალი ტალღა” პროფესიულ პროგრამებზე 2019 წლის საგაზაფხულო მიღება მიმდინარეობს. პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველებმა 8 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით უნდა მიმართონ კოლეჯს, ან საგანმანათლებლო რესურსცენტრებს. აპლიკანტებს ასევე საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.

საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა” მდებარეობს ქობულეთში და წელს პირველად მიღება დაიწყო ხულოს ფილიალშიც.

პროფესიულ პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისთვის, აპლიკანტი უნდა ფლობდეს საბაზო ან სრულ ზოგად განათლებას.

საგაზაფხულო მიღება ცხადდება შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე:

1. კონსულტანტ-გამყიდველი – საბაზო განათლება;
2. ბუღალტრული აღრიცხვა – სრული ზოგადი განათლება
3. ბაგა-ბაღის აღმზრდელი-პედაგოგი – სრული ზოგადი განათლება
4. ელექტროობა – საბაზო განათლება;
5. თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟე – საბაზო განათლება
6. ფილამწყობი – საბაზო განათლება
7. მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი – საბაზო განათლება
8. მღებავი – საბაზო განათლება
9. ვებ ინტერფეისის დეველოპერი – საბაზო განათლება
10. ბართენდერი – საბაზო განათლება
11. მეფუტკრე – საბაზო განათლება
12. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი – სრული ზოგადი განათლება
13. ტუროპერატორი – სრული ზოგადი განათლება
14. სასტუმრო მომსახურება – სრული ზოგადი განათლება
15. სარესტორნო მომსახურება – სრული ზოგადი განათლება
16. კულინარული ხელოვნება – საბაზო განათლება
17. კონდიტერია – საბაზო განათლება
18. ამწე და მსგავსი მანქანების ოპერირება – საბაზო განათლება
19. ჰაერის კონდიცირება – სრული ზოგადი განათლება
20. საფინანსო სერვისები – საბაზო განათლება
21. შედუღება- საბაზო განათლება
22. საოფისე საქმე – სრული ზოგადი განათლება
23. ღონისძიების ორგანიზება – სრული ზოგადი განათლება
24. კომპიუტერული ქსელი და სისტემები – სრული ზოგადი განათლება
25. ბაღის დიზაინი – სრული ზოგადი განათლება
26. “მსუბუქი ავტომობილის ელქტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება” – საბაზო განათლება

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი “ახალი ტალღა” ხულოს ფილიალი:
1. ელექტროობა – საბაზო განათლება;
2. სასტუმრო მომსახერება – სრული ზოგადი განათლება
3. სატყეო საქმე – სრული ზოგადი განათლება
4. ინფორმაციის ტექნოლოგია – საბაზო განათლება

ხულოში საზოგადოებრივი კოლეჯის “ახალი ტალღა” ფილიალი იხსნება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური