სებასტიან კონრადის წიგნის „რა არის გლობალური ისტორია?“ პრეზენტაცია გაიმართება
8 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსის, სებასტიან კონრადის, წიგნის „რა არის გლობალური ისტორია?“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია.
წიგნი 2016 წელს გამოსცა პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობამ, მისი ქართული თარგმანი კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ.
ავტორის შესახებ
დოქტორი სებასტიან კონრადი, მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორია.
ვრცელი ბიოგრაფიისთვის ეწვიეთ ბმულს
წიგნის შესახებ
სებასტიან კონრადის „რა არის გლობალური ისტორია?” საისტორიო მეცნიერებაში ახალი მიმართულების შესავლად ითვლება. დარგის კრიტიკოსები ერთხმად თანხმდებიან, რომ წიგნმა მოახერხა უაღრესად კომპლექსური და მრავალმხრივი დისკუსიების ობიექტად ქცეული სფეროს სისტემატიზება და მისი მომავალი განვითარების მკაფიო მონახაზის, ჩარჩოს შექმნა
-
„რეფორმა ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნებს“ – ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლების განცხადება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სიახლე განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით“ – ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძე
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი