GE

სემინარი კინოავანგარდი და პოლიტიკა

30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება სემინარი კინოავანგარდი და პოლიტიკა. დიალოგი საბჭოთა და გერმანულ კინოავანგარდს შორის.

სემინარის მსვლელობისას რეფერენტის, თომას ტოდეს, მიერ გაანალიზებული იქნება 1920-30 წლების კინოავანგარდის მიზნები, პრობლემატიკა და აქტუალობა. ცენტრალურ ადგილს დაიკავებს საბჭოთა კინოვანაგარდის დამოკიდებულება იმდროინდელ პოლიტიკურ იდეოლოგიასთან და საბჭოთა ავანგარდის გავლენა-პარალელები გერმანულ და დასავლურ კინოავანგარდზე.

თომას ტოდე განიხილავს სერგეი ეიზენშტეინის, ძიგა ვერტოვის, იორის ივენსის, ბაუჰაუზის კინოხელოვანების, ვალტერ რუთმანის და სხვათა შემოქმედებას.
სემინარის მსვლელობისას ნაჩვენები იქნება ეპიზოდები ისეთი რეჟისორების ფილმებიდან, როგორებიც არიან – კრის მარკერი, ჟან-ლუკ გოდარი, ართავაზ პელეშიანი, მიხეილ კალატოზოვი და სხვა.

ექსკლუზიურად ამ სემინარისათვის ნაჩვენები იქნება თომას ტოდესა და მისი კოლეგების მიერ 2012 წელის ვენის ტექნიკურ მუზეუმში მოკვლეული, ფართო საზოგადოებისათვის ჯერაც უცნობი 1930 წლის ავტორიზებული ხმოვანი დედნის ფრაგმენტი სერგეი ეიზენშტეინის ფილმიდან “ჯავშნოსანი პოტიომკინი”.

თომას ტოდე – მოღვაწეობს ჰამბურგში. იკვლევს და ასწავლის ესე-ფილმებს, საბჭოთა ავანგარდსა და პოლიტიკურ დოკუმენტურ ფილმს, აგრეთვე კინოარქიტექტურასა და ანტიკაფილმს. ის სხვადასხვა რეტროსპექტივის, გამოფენისა და DVD- გამოცემის კურატორია.

სემინარის სამუშაო ტექსტებია ქართულად პირველად ნათარგმნი კინოთეორიული ნაშრომების ახალი გამოცემები – ძიგა ვერტოვის “ადამიანი კინოაპარატით” და სერგეი ეიზენშტეინის “ინტელექტუალური მონტაჟი”.

სემინარი ხორციელდება გამომცემლობა სა.გასთან, ეიზენშტეინის სახელობის კინოს კულტურის კვლევის ცენტრსა (მოსკოვი) და ქალაქ მოსკოვის კინომუზეუმთან თანამშრომლობით.

სემინარის სრული პროგრამის სანახავად გადადით ლინკზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური