შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შექსპირის შემსწავლელი ცენტრი და რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი აწყობს შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავისადმი მიღძვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაზე იმუშავებს რამდენიმე თემატური სექცია:
– შექსპირის გავლენა შემდგომი ეპოქის ინგლისურ ლიტერატურაზე;
– შექსპირის გავლენა სხვა ქვეყნების ლიტერატურაზე;
– შექსპირი თეატრსა და კინოში;
– ქართული შექსპირიანა (თარგმანები, კვლევა, თეატრალური ხორცშესხმა);
– შექსპირის სწავლების პრობლემები და გამოცდილება.
კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა ქართული შექსპირიანას ამსახველი გამოფენა და მრგვალი მაგიდა.
მონაწილეობის მსურველებმა 200 სიტყვიანი აბსტრაქტი და მოკლე CV უნდა გააგზავნონ 1 მარტამდე მისამართზე: manana.gelashvili@tsu.ge , david.maziashvili@tsu.ge
კონფერენციის სარეგისტრაციო თანხაა 60 ლარი.
კონფერენცია ჩატარდება 2014 წლის 23-26 აპრილს
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი