GE

სექტემბერში პოლონეთში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ქცევის პრობლემები მოზარდებში – ფორმები, პირობები და პრევენცია ჩატარდება

ფოტო –
7769

მარია გრეგორევსკას სპეციალური განათლების აკადემიაში (პოლონეთი, ვარშავა) 15-25 სექტემბერს ჩატარდება მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა – ქცევის პრობლემები მოზარდებში – ფორმები, პირობები და პრევენცია.

საქართველოდან მონაწილე აპლიკანტთა ხარჯებს წარმოადგენს:

1. გზის საფასური

2. პოლონეთში ყოფნის პერიოდისათვის სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევა

3. პასპორტისა და ვიზის გადასახადი

მე-8 საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში განთავსების, კვების (ლანჩი, შესვენება ყავით, ვახშამი), საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური გადახდილი იქნება იუნესკოსათვის პოლონეთის ეროვნული კომისიის სტიპენდიიდან.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ვებ გვერდზე.

მონაწილეობისათვის შევსებული აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ქალბატონ კრისტინა ურბანსკასთან მეილით:

kurbanska@aps.edu.pl
kr.urbanska@gmail.com

ვიზისათვის მოწვევები გამოიგზავნება ორშაბათს, 28 ივლისს.

იხილეთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და საზაფხულო სკოლის პროგრამა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური