GE

შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან

ფოტო –
5140

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის, ჟურნალისტიკისა და საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სპეციალობის სტუდენტებს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ალექსი პეტრიაშვილი შეხვდა.

შეხვედრა უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. თემა რომელზეც მინისტრმა ისაუბრა იყო ვილნიუსის სამიტი და მოსალოდნელი შედეგები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დასასრულს, მინისტრმა უნივერსიტეტის საპატიო სტუმართა ჩანაწერების წიგნში ავტოგრაფი დატოვა, ხოლო უნივერსიტეტის ადმინიტრაციამ სტუმარს საჩუქრად, უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წინგნი ალექსის დე ტოკვილის „დემოკრატია ამერიკაში“ უსახსოვრა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური