გამოქვეყნდა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების საბოლოო შედეგები – სია

დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც აპლიკანტთა 76%-მა წარმატებით გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას დღეს, 8 ივნისს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დირექტორობის მსურველებს შეუძლიათ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე იხილონ მინისტრის ბრძანება და გადაამოწმონ მიღებული შედეგები:
დირექტორობის უფლების მქონე იმ პირთა სიის დამტკიცების შესახებ, რომლებმაც
წარმატებით დაძლიეს 2023 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის
სერტიფიცირების ეტაპი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შედეგების გასაცნობად პირმა უნდა გამოიყენოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მისთვის მინიჭებული უნიკალური კოდი.
“იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, შეუძლია, დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს ბმულზე directors.mes.gov.ge“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
-
„საჯაროდ აღიარებული ნდობა და ავტორიტეტი“ – ცნობილია, რა კრიტერიუმებით შეირჩევიან მასწავლებლები ეროვნული პრემიის მისაღებად by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო – ინსტრუქცია by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
იტალიური ენის მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდის ჩატარების თარიღები ცნობილია by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო