GE

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის შემოსავლები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ, სოფიო გორგოძეს, ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის ნოემბერში აქვს ჩაბარებული.

სოფიო გორგოძის სახელზე ირიცხება საცხოვრებელი ბინა თბილისში, რომელიც შეძენილი აქვს 2008 წელს 80 000 ლარად. მისსავე სახელზეა რეგისტრირებული 2018 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში, ღირებულებით 22 500 დოლარი. უძრავი ქონება ფიქსირდება გორგოძის მეუღლის, პაატა სირბილაძის, სახელზეც მას 2014 წელს ბინა აქვს შეძენილი თბილისში ღირებულებით, 85 000 დოლარი.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი ფლობს ავტომანქანა Mitsubishi airtrack-ს, რომელიც 2010 წელს 9000 დოლარად აქვს შეძენილი. 2018 წელს 10 000 დოლარი აქვს გადახდილი გორგოძის მეუღლეს ავტომანქანა Mitsubishi outlander-ში.

თანამდებობის პირის საბანკო ანგარიშებზე „ბაზის ბანკში“ დაფიქსირებულია 18455 ლარი, 1083 ევრო და 279 დოლარი. „თი-ბი-სი“ ბანკის ანაბარზე 20 848 დოლარი, 9140 ლარი და იგივე ბანკში სახელფასო ანგარიშზე -7535 ლარი.

ფინანსური დოკუმენტის თანახმად, სოფო გორგოძე და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს. მეუღლე პაატა სირბილაძე ფლობს 20%-იან წილს საგარეჯოში მდებარე შპს „ბუნებურში“.

რაც შეეხება სოფიო გორგოძის შემოსავლებს, 2017 წელს მას ორგანიზაცია IREX-დან პროფესიული განვითარების ექსპერტის პოზიციაზე მუშაობისას მიღებული აქვს 44 400 დოლარი. იგივე წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე – 25 200 ლარი. რაც შეეხება მის მეუღლეს, პაატა სირბილაძეს საქართველოს ეროვნულ ბანკში, პროექტების მართვის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2017 წლის სექტემბრიდან-დეკემბრამდე მიღებული აქვს 27 000 ლარი. იგივე წელს მონაცემთა გაცვლის სააგენტოში პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე – 49 200 ლარი. კავკასიის უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობით კი – 8200 ლარი.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური