GE

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის ვიზიტი CIU-ში

30 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ესტუმრა, რომელმაც სტუდენტებთან შეხვედრაზე შერიგების სახელმწიფო პოლიტიკისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრა.

სახელმწიფო მინისტრმა სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი ამოცანები მიმოიხილა, რომელიც ქვეყნის დეოკუპაციასა და კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოებების შერიგებას მოიცავს. ისაუბრა გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესახებ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა სამინისტროს აპარატის მიერ დაწესებულ ყოველწლიურ ჯილდოზე, რომელიც ახალგაზრდებს მშვიდობის მშენებლობის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ.

შეხვედრის მეორე ნაწილმა კი ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა, სადაც აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა სახელმწიფო მინისტრისთვის კითხვები დაესვა.

შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური