კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ფუნდამენტური სამეცნიერო გრანტების კონკურსს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) აცხადებს ფუნდამენტური სამეცნიერო გრანტების კონკურსს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის, თეორიების და მოდელების შექმნას, კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრაციას, ახალგაზრდა მკვლევრების ჩართვას კვლევით პროცესში, ახალგაზრდების მოზიდვას, ინტერნაციონალიზაციას, უნივერსიტეტსა და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი კვლევების წარმოებას და მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევების განვითარებას.
კონკურსში მონაწილე პროექტები თემატურად უნდა შეესაბამებოდეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და წვლილი უნდა შეჰქონდეთ მათ განვითარებაში.
პროექტის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
- ბიზნესი და ტექნოლოგიები;
- სამართალი;
- სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- მედიცინა;
- მევენახეობა-მეღვინეობა;
- საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები;
- გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები ზემოაღნიშნული თემატიკის შესაბამისად.
პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 27.08.2024-28.10.2024 18:00 საათამდე.
განცხადება უნდა წარმოდგინოთ სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში 01.11.2024 წლის 17:00 საათამდე.
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი