X, XI, XII კლასის მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩატარდება – „შესავალი ელექტრონიკაში“
ალტე უნივერსიტეტის IT სკოლა წარმოგიდგენთ ტრენინგს “შესავალი ელექტრონიკაში”.
ტრენინგის ფარგლებში X, XI, XII კლასის მოსწავლეები გაეცნობიან მიკროკონტროლერის მუშაობის პრინციპებს, ელექტრონიკის საფუძვლებსა და ელექტრონული მოწყობილობების მუშაობის პრინციპებს.
ტრენინგის მონაწილეები Arduino Uno-ს მიკროკონტროლერის ბაზაზე ააგებენ ამ მოწყობილობებისთვის ელექტრულ წრედებს, დაწერენ პროგრამულ კოდებს და მათი გამოყენებით შექმნიან მცირე პროექტებს.
ტრენინგს გაუძღვება ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სალომე ონიანი.
ჩატარების დრო: 6 აპრილი, ხუთშაბათი, 16:00 სთ.
ჩატარების ადგილი: ალტე უნივერსიტეტი, IT სკოლა, ოთახი #602.
რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად
არ დაგავიწყდეს აბიტურიენტების კლუბში გაწევრიანებაც.
-
ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ლოკალური ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი – “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს Santosh University-ის დელეგაცია ესტუმრა
by ალტე უნივერსიტეტი