„სიცრუეა, თითქოს დავით გარეჯში ექსკურსიებზე დადიან აზერბაიჯანელი სტუდენტები“
შინაგან საქმეთა სამინისტრო დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი სტუდენტების ექსკურსიასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა სოციალური ქსელით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
„ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის – სანდრო ბრეგაძის მიერ სოციალური ქსელი “facebook”-ის საშუალებით გავრცელებულ ფოტოსა და მოწოდებასთან დაკავშირებით. სანდრო ბრეგაძემ გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც ჩანს საექსკურსიო ჯგუფი აზერბაიჯანის დროშებით. “ამ ახალ ფოტოზე – აზერბაიჯანელი სტუდენტების ექსკურსიაა აღბეჭდილი დავით გარეჯში! ტაძრებში და მის გარეთ შეიარაღებული ჯარი დგას. ყოველივეს პასუხად – ჩვენი ხელისუფლება დუმს და სძინავს. როდესაც ხელისუფლება არ იცავს მიწა-წყალს, ერი ვალდებულია, თავად აიღოს სადავეები ხელში და გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორია”, – წერს სანდრო ბრეგაძე.
“ქართული მარშის” ლიდერის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს “ფეიკ-ნიუსს”. სიცრუეა, თითქოს დავით გარეჯში ექსკურსიებზე დადიან აზერბაიჯანელი სტუდენტები. რაც შეეხება ფოტოსურათს, რომელიც სანდრო ბრეგაძემ თავის პოსტს დაურთო, იგი გადაღებულია დაახლოებით ერთი წლის წინ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვრის ხაზიდან 3 კმ-ში, “ჰეიდარ ალიევის“ სახელობის ნაკრძალში, რომელიც შარშან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა და ღონისძიებას აზერბაიჯანის მოქალაქეები დაესწრნენ“, – ნათქვამია შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- ქარის შედეგად დაზიანებული 20 საჯარო სკოლა შეკეთდება – სკოლების სია by ინფოLIFE
- 500 ლარი მენტორი მასწავლებლებისთვის და 1000-ლარიანი ჯილდო გრანტის მქონე აბიტურიენტებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში by ინფოLIFE
- სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაცია მეილზე მიიღეს – სწავლა შეწყვეტილია by ინფოLIFE