„სიმონი ამბობს“, „გამოიცანი ვინ ხარ?“ – სამეცნიერო და შემეცნებითი აქტივობები ბავშვებისთვის სახლის პირობებში
კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო, მოზარდების დიდი ნაწილი დროის უმეტეს ნაწილს სახლებში ატარებს. უფროსები კი ჩივიან, რომ მათ ძალიან უჭირთ ბავშვები კომპიუტერულ მოწყობილობებს, ან სმარტფონებს მოაშორონ. ხშირ შემთხვევაში ეს ფაქტი ბავშვებსა და მოზრდილებს შორის კონფლიქტის მიზეზიც ხდება.
ყველაზე მარტივი მეთოდი, რომ მოზარდი კომპიუტერს მოშორდეს, მისი სხვა აქტივობებით დაკავებაა. ნეიროფსიქოლოგმა ლია ჯანაშიამ მოიძია და თარგმნა სავარჯიშოები და თამაშები, რომელიც ბავშვების დიდ ნაწილს დააინტერესებს და დროის მხიარულად და აქტიურად გატარების შესაძლებლობასაც მისცემს. აქტივობები კრებულის სახით ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელმა“ გამოსცა.
კრებულში სხვა აქტივობებთან ერთად, 5-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი რამდენიმე საინტერესო თამაშია მოცემული.
სიმონი ამბობს
ბავშვები დგებიან წრეზე. სასურველია, ჯგუფში იყოს 5-8 ბავშვი, რომ მოდერატორმა ყველა მათგანზე დაკვირვება შეძლოს. ჯგუფიდან ერთ წევრს ვარჩევთ, რომელიც გამოეყოფა დანარჩენებს და ხდება „სიმონი“.
სიმონმა უნდა მისცეს ინსტრუქციები ჯგუფს, რომლებსაც ჯგუფის თითოეული წევრი მხოლოდ მაშინ შეასრულებს, თუ წინადადება დაიწყება სიტყვებით: „სიმონი ამბობს“; სხვა შემთხვევაში ისინი არ ახორციელებენ სიმონის მიერ მითითებულ აქტივობას. ჯგუფს დატოვებს ის, ვინც შეასრულებს აქტივობას, რომელსაც წინ არ უძღოდა სიტყვები: „სიმონი ამბობს“.
მაგალითი: სიმონი ამბობს: „დაუკარით ტაში!“; სიმონი ამბობს: „ასწიეთ ხელები!“ – ეს აქტივობები უნდა განახორციელონ ჯგუფის წევრებმა. „დასხედით იატაკზე!“ – ეს აქტივობა არ უნდა განახორციელონ ჯგუფის წევრებმა; ვინც ამას გააკეთებს, ტოვებს თამაშს.
საწყის ეტაპზე სასურველია, მოდერატორი თავად იყოს „სიმონი“ და აჩვენოს ბავშვებს აქტივობების მოფიქრების მაგალითი. შემდგომში თამაშის გართულება შესაძლებელია აქტივობების სწრაფად ჩამოთვლის საფუძველზე.
იდეები აქტივობისთვის „სიმონი ამბობს“:
დახატე ფეხის თითებით;
რაც შეიძლება, მაღლა ასწიე ფეხი;
დაუკარი არარსებულ გიტარაზე;
დაწექი იატაკზე და გადაგორდი;
იარე პინგვინივით;
იცეკვე „ჩა-ჩა-ჩა“;
ახტი და დახტი;
განასახიერე ლამაზი პრინცესა-პეპელა;
იხოხე პატარა ბავშვივით;
განასახიერე კიბეზე ასვლა;
უკბინე შენს ტუჩებს;
იტირე პატარა ბავშვივით;
იყავი მაკრატელი;
იმღერე;
გაიარე მუხლებზე;
განასახიერე მაიმუნი;
მოუღიტინე მეგობარს;
დაამთქნარე;
დამალე თავი მაისურში;
იხტუნე ასკინკილათი;
ჩაუკარი მარცხენა თვალი;
უყნოსე შენს ფეხს;
ჩაეხუტე საკუთარ თავს;
იარე უკუსვლით;
თქვი რამე უცხო ენაზე;
აკოცე საკუთარ მუცელს;
გააკეთე, რასაც შენი მეგობარი აკეთებს.
გამოიცანი, ვინ ხარ?
ვამზადებთ პატარა ნაბეჭდ სურათებს, რომლებზედაც გამოსახულია ცხოველები, სხვადასხვა ნივთი, ხილი, ბოსტნეული, სხვა საკვები პროდუქტები (შესაძლებელია ვარიაციებიც, მათ შორის, ცნობილი ადამიანების სურათები). შემდეგ ჯგუფიდან გამოდის მოხალისე და შემთხვევითობის პრინციპით, თვითონ რომ ვერ ხედავს, ისე, იღებს ერთ ნახატს და იმაგრებს თავზე. ჯგუფის წევრები მიანიშნებენ, რომ მოხალისემ გამოიცნოს, „რა“ ან „ვინ“ არის თვითონ. მაგალითად, თუ კურდღელია, ვეუბნებით: „უყვარს სტაფილო“, „არის თეთრი და ფუმფულა“. ეს მინიშნებები იქამდე გრძელდება, სანამ მონაწილე არ ამოიცნობს, თუ ვინ ან რა არის გამოსახული ნახატზე.
ცხელი კარტოფილი
ესაა თამაში, რომელიც ძალიან უყვართ ბავშვებს და ამხიარულებს მათ. თამაშისთვის დაგჭირდებათ: ჩხრიალა – ლობიოს ან ბრინჯის მარცვლით დამზადებული (ამისთვის წინდაში ან გადაჭრილ კოლგოტში ჩაყარეთ ლობიო ან ბრინჯი და თავი მოუკარით); მუსიკა სთხოვეთ ბავშვებს, წრეზე დასხდნენ. აიღეთ ჩხრიალა და უთხარით მათ, რომ ეს არის ძალიან, ძალიან ცხელი კარტოფილი; ის, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოიშორონ თავიდან და გადასცენ სხვას. ამის ფონზე ჩართულია მუსიკა. როცა მუსიკა წყდება, ის, ვისაც ჩხრიალა ხელში შერჩება, თამაშს ეთიშება. ეს პროცესი იქამდე გრძელდება, სანამ ბოლო გამარჯვებული არ გამოვლინდება.
მოცეკვავე სკამები
დადგით წრეზე იმაზე ერთით ნაკლები სკამი, რამდენი ბავშვიც მიიღებს მონაწილეობას ამ აქტივობაში. ჩართეთ მუსიკა. ბავშვები იტრიალებენ სკამების გარშემო, სანამ მუსიკა არ გაჩერდება. მუსიკის შეწყვეტისთანავე მონაწილეები სწრაფად სხდებიან სკამებზე. ის მონაწილე, რომელიც სკამის გარეშე რჩება, თამაშს ეთიშება. ამის შემდეგ იღებენ ერთ სკამს, ხოლო სხვა მონაწილეები თამაშს აგრძელებენ. ასე ყოველ ჯერზე, ბავშვის გამოთიშვასთან ერთად, მოდერატორი აკლებს ერთ სკამს. ეს გრძელდება იქამდე, სანამ გამარჯვებული არ გამოვლინდება.
სამეცნიერო აქტივობები
ბავშვები ბუნებით ცნობისმოყვარენი არიან და ადრეული ასაკიდანვე ცდილობენ, რაც შეიძლება, მეტი შეიტყონ სამყაროს შესახებ. მათ აინტერესებთ, როგორ იზრდებიან ყვავილები, რატომ იცვლება ამინდი, რატომ აქვთ თევზებს ფარფლები და ა.შ. ამ მეცნიერული ძიების პროცესში მათ უფროსები უნდა დაეხმარონ, ოღონდ ეცადეთ, პირდაპირი პასუხების ნაცვლად მათ კითხვებს ექსპერიმენტებით უპასუხოთ. ბავშვებს უფრო მეტად მოსწონთ შემეცნების პროცესი, როცა თავად არიან აღმომჩენნი და დამკვირვებელნი. წაახალისეთ ბავშვები, დასვან „მეცნიერული“ კითხვები; დაეხმარეთ, შეაგროვონ მონაცემები, ჩაატარონ ცდები და გააკეთონ დასკვნები.
პირადი გამოცდილების, დაკვირვების მეშვეობით სწავლა ბავშვისთვის უფრო საინტერესოა და მიღებული ინფორმაციაც ადვილად ამახსოვრდება.
საჭირო მასალა: წყლით სავსე ღრმა თასი, მაღალი ჭიქა, ქაღალდი ან ქსოვილის ნაჭერი, წებოვანი ლენტი („სკოჩი“), წყალი აავსეთ ღრმა თასი წყლით. ჭიქას ძირში (შიგნიდან) მიამაგრეთ ქაღალდის ან ქსოვილის პატარა ნაკუწი წებოვანი ლენტის მეშვეობით. სთხოვეთ ბავშვს, ამოაყირავოს ჭიქა და წყალში ბოლომდე ჩადოს. ყურადღება მიაქციეთ, რომ გვერდულად არ ჩადოს. ჭიქის ამოღების შემდეგ უნდა შეამოწმოს, დასველდა თუ არა ქაღალდი. არა? რატომ? პასუხი: წყალი ხელს უშლის ჰაერის გამოსვლას. შემდეგ ჭიქა გვერდულად ჩადოს წყალში, ჰაერი მოასწრებს ამოსვლას და ქაღალდი დასველდება. სიმძიმეები და შეეცადოს, გააწონასწოროს სასწორი.
საჭირო მასალა: ორი ბუშტი, მატყლის ან შალის ქსოვილის ნაჭერი, ქაღალდი ბუშტით თამაშობენ, რთავენ ოთახს, ასევე, შეგიძლიათ, ჩაატაროთ მეცნიერული ექსპერიმენტი. გაბერეთ ბუშტები. გაბერილი ბუშტი რამდენჯერმე სწრაფად გაუსვით შალის ნაჭერს ან მატყლს და ესროლეთ კედელს. ბუშტი ცოტა ხანს კედელზე მიმაგრდება. წაახალისეთ ბავშვი, გაიმეოროს თქვენი მოქმედება. ჩააბნელეთ ოთახი, სთხოვეთ ბავშვს, ამჯერად შალის ნაჭერს ორივე ბუშტი გაუსვას და ერთმანეთთან ახლოს მიიტანოს, ოღონდ არ შეახოს. სიბნელეში დაინახავთ პატარა ნაპერწკლებს, რომლებიც წარმოიქმნება ბუშტებს შორის. დახიეთ ქაღალდი პატარა ნაკუწებად, დამუხტული ბუშტები შეახეთ ნაკუწებს ისე, რომ ისინი ერთმანეთს მიეწებოს. 6. სასწორი საჭირო მასალა: ტანსაცმლის საკიდი, ორი პლასტმასის ან მუყაოს კონტეინერი (მაგალითად, ხაჭოს ცარიელი პლასტმასის ქილები), ჯოხი და თოკი, ასევე, თეფშებიანი სასწორი, მცირე ზომის ასაწონი ნივთები. გააცანით ბავშვებს თეფშებიანი სასწორის მუშაობის პრინციპი. შეგიძლიათ, სასწორი თვითონაც დაამზადოთ. დაამაგრეთ კონტეინერები თოკებით საკიდის ორივე მხარეს. საკიდი თოკით ჩამოკიდეთ კედელზე. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ხის კუბები საწონების („გირების“) ნაცვლად. წინასწარ დააწერეთ საწონებს წონა. წაახალისეთ ბავშვი, აწონოს ერთნაირი ზომის სხვადასხვა ნივთი: გირჩები, ნიჟარები, სარეცხის სარჭები, პატარა ზომის ქვები და პლასტმასის სათამაშოები; შეადაროს ერთმანეთს მათი სიმძიმეები და შეეცადოს, გააწონასწოროს სასწორი.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება