სკოლის დამამთავრებელი გამოცდების კრიტერიუმები შესაძლოა, ძალიან დაბალი იყოს, მასწავლებლის პროფესია კი ნაკლებად მიმზიდველია – IDFI-ის კვლევა
საქართველოს განათლების სექტორი COVID-19-ის პირობებში – ამ საკითზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კვლევა ჩაატარა. ორგანიზაციამ ანგარიშის პრეზენტაცია დღეს, 29 ივლისს გამართა.
განათლების სექტორი, COVID-19 პანდემია და განათლების სექტორი: ტექნოლოგიებსა და ინტერნეტთან წვდომა – ფოკუს-ჯგუფის კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგები; სოციალური უთანასწორობა თბილისსა და რეგიონებში, განთლების სექტორი სტრუქტურა, COVID-19-ის გავლენა, სასწავლო დანაკარგები და COVID-19; რეკომენდაციები განათლების სექტორზე COVID-19-ის უარყოფითი ეფექტების შესამსუბუქებლად – ამ თემებს ეთმობა საკმაოდ მოცულობითი ანგარიში, რომელიც განათლების თითქმის ყველა საფეხურს მოიცავს.
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოყოფილია შემდეგი პრობლემური საკითხები:
1. საქართველოს სკოლის მოსწავლეებში მოსალოდნელი პროდუქტიულობა ყველაზე დაბალია რეგიონის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული “ადამიანური კაპიტალის ინდექსით”, საქართველოს 0.5%-ია, რაც საკმაოდ დაბალი შეფასებაა, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით.
2. მასწავლებლის პროფესია ნაკლებად მიმზიდველია საქართველოში. მათი ხელფასი 40%-ით ჩამოუვარდება საშუალო ხელფასს. აღნიშნულმა, მასწავლებლების რაოდენობის შემცირება გამოიწვია 2020-2021 სასწავლო წელს, მათი რიცხვი 7%-ით ნაკლებია 2013-2014 წელთან შედარებით.
3. მოსწავლეთა თითქმის 1.4%-მა, 8,247-მა ბავშვმა მიატოვა სკოლა 2019-2020 სასწავლო წელს. ბიჭების წილი მათ შორის 59% იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა, იმ მოსწავლეების 42%-ზე, ვინც 2019-2020 წელს სწავლა მიატოვა, მეათე კლასის ქვემოთ იყო.
4. სკოლის დამამთავრებელი გამოცდების კრიტერიუმები შესაძლოა, ძალიან დაბალი იყოს საქართველოში. სკოლას 96% ამთავრებს, რაც სამხრეთ კორეის შემდეგ, ყველაზე მაღალია მაჩვენებელია მსოფლიოში.
5. პროფესიული პროგრამები სრულად ვერ პასუხობენ შრომით ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და აღნიშნული სასწავლებლების პოპულარობა ბოლო შვიდ წელში მნიშვნელოვნად შემცირდა. მაშინ როდესაც ევროკავშირში მოსწავლეების თითქმის ნახევარი მე-9 კლასის შემდეგ, პროფესიულ სასწავლებლებს ირჩევს, საქართველოში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ია.
6. კურსდამთავრებულების წილი კერძო უნივერსიტეტებში უფრო დაბალია, სახელმწიფო უნივერისტეტებთან შედარებით. 2012-2020 წლებში საშუალო კურსდამთავრებულის წილი საჯარო უმაღლეს სასწავლებელში ერთ მიღებულ სტუდენტზე 69% იყო, 16%-ით მეტია, ვიდრე იმავე პერიოდში, კერძო უნივერსიტეტებში.
7. უმაღლესი სასწავლებლები გადატვირთულია და კურსდამთავრებულების დაბალი რაოდენობის მიზეზი შეიძლება, სავალდებულო სამხედრო სამსახური იყოს.
კვლევის პრეზენტაციის შემდეგ, დისკუსიის ფარგლებში აგრეთვე იმსჯელეს განათლების სექტორზე პანდემიის გავლენასა და სასწავლო დაწესებულებებზე.
ამავე თემაზე:
სწავლის გაუარესების მიზეზები ბავშვებში და მათი გამოსწორების გზები
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება