სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის პრეზენტაცია გაიმართება

29 ოქტომბერს, 17:00 საათზე განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის პრეზენტაცია გაიმართება.
ორგანიზატორები საზოგადოებას ინფორმაციას გააცნობენ კამპანიის ეტაპების, კონკურსის პირობების, საკონკურსო კომისიისა და კამპანიის მხარდამჭერების შესახებ, ასევე, წარადგენენ სარეგისტრაციო ვებგვერდს.
კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.
კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით. კონკურსის სხვა მხარდამჭერები არიან: თიბისი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media”.
ღონისძიება გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, წიგნის სახლიში “ლიგამუსი”, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32.
-
საგანმანათლებლო სფეროს წლის მთავარი მოვლენა – მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2023 გაიხსნა by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
-
2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
-
CK-12 სკოლებისთვის – პროექტი, რომელმაც 60 სკოლის, 327 მასწავლებლისა და 9 522 მოსწავლის სასკოლო ცხოვრება შეცვალა by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”