GE

სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის განკუთვნილი დახმარება დღეიდან 50 ლარით იზრდება

2021 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომელიც სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდებისთვის განკუთვნილი 50 ლარიანი დახმარების გაორმაგებას გულისხმობს.

სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ ის მოზარდები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზე ნაკლებია,  „საარსებო შემწეობა განისაზღვრება 100 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე“, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური