GE

სოფელ შემოქმედსა და ცხემლისხიდში სკოლები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედსა და ცხემლისხიდში მდინარე ბჟუჟის ადიდების გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ოზურგეთის გამგებლის პრესსამსახურის თანამშრომელის ეკატერინე მგელაძის თქმით, ადიდებულმა მდინარემ სერიოზული პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. ამ დროისათვის ევაკუირებულია რამდენიმე ოჯახი. მგელაძის განცხადებით საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები მთლიანად დატბორილია. დატობორილია ასევე ცხემლისხიდისა და შემოქმედის საჯარო სკოლები.

ამასთან, გამგებლის პრესამსახურის ცნობით, მოძრაობაა შეფერხებული შემოქმედის მთავარ მაგისტრალზე მიწის მასის მოწვეტის გამო. დაზიანებულია წყალსადენიც, რომლითაც ოზურგეთის მოსახლეობას წყალი მიეწოდებოდა.

“ამ წუთებში სამაშველო სამსახური ადგილზე მუშაობს. ამ დროისათვის მოსახლეობას უკვე საფრთხე აღარ ემუქრება, მსხვერპლი არ არის, თუმცა კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ პრობლემები შეუქმნა სკოლებს, ასევე საცხოვრებელ სახლებს, დაზიანებულია წყალსადენი, რომლითაც ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას წყალი მიეწოდებოდა და ამ დროისათვის მოახლეობას წყალი არ მიეწოდება. ადგილზე იმყოფებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუკვაძე და მისი მოადგილეები”,-აცხადებს მგელაძე.

news.ge

იხილეთ ორიგინალი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური