GE

სპეცმასწავლებლის ანაზღაურების გაზრდის საკითხი კანონში აისახა – ანაზღაურების გაანგარიშების მეთოდი

სპეციალური მასწავლებლის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილება უკვე კანონში აისახა. შესაბამის ბრძანებას ხელს აწერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

კანონით განისაზღვრა სპეცმასწავლებლის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები.

ვის ეხება ცვლილება:

სპეციალური მასწავლებელი − მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;

ანაზღაურების ოდენობა და პირობები:

6-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოები (ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 542.70 ლარს).

სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურება

სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს: ა) თანამდებობრივ სარგოს; ბ) თანამდებობრივ სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატს. სპეციალურ მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე შეიძლება მიეცეს: ა) კლასის დამრიგებლობის დანამატი; ბ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი. თანამდებობრივ სარგოზე დანამატების გაანგარიშება ხდება განათლებისა და კვალიფიკაციის, ასევე სამუშაო სტაჟის მიხედვით.

სპეციალური მასწავლებლის სამუშაო საათები

სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო გამოითვლება სამუშაო საათების მიხედვით. სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო გამოითვლება 36-საათიანი სამუშაო კვირის მიხედვით, რომლის შემადგენლობაშიც შედის  დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის/მოსწავლეების სწავლება ან/და ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობა მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;

სპეციალური მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, რომელიც მხოლოდ უნდა მოიცავდეს დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის/მოსწავლეების სწავლებას ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობას მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით.

სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურება გამოითვლება დანართით დადგენილი წესით.

სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების მაგალითი

განსაზღვრულია სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის გზები:

) რომელსაც აქვს:

ა.ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;

ა.ბ) 4-წლიანი სამუშაო სტაჟი;

) რომელიც არის კლასის დამრიგებელი.

სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების უმარტივესი გზა:

ა)  დანართი №2, სადაც მოცემულია 1-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს (ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 524,48 ლარს);

ბ) დანართი №4, სადაც მოცემულია კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 101.25 ლარს);

გ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (524.48 +101.25=625,73 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 625.73 ლარს.

3.აღნიშნული სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლა ასევე შეიძლება ზემოთ მოყვანილი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში შესაბამის დანართებში მოცემული კოეფიციენტების გამოყენებით უნდა შესრულდეს მარტივი არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაში:

ა) 405*1,1+405*1,1*0,15+405*0,2*0,15=524.48 ლარი (დანართი №3);

ბ) 405*0,25=101,25 ლარი (დანართი №4);

გ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 524.48 +101.25=625,73 ლარი.“;

„6-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური