SANGU-ში აკადემიური დისკუსია – „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“ გაიმართება
19 ივნისს, 12:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ენების ცენტრის ინიციატივით, თემაზე – „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“, აკადემიური დისკუსია გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 12 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ მოკლე პრეზენტაციებს და მონაწილეობას მიიღებენ პანელურ დისკუსიაში, რომლის დროსაც, ხელოვნური ინტელექტის როლს, შესაძლებლობებსა და თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში გამოწვევებს განიხილავენ.
ღონისძიების მიზანია სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის, საჯარო გამოსვლისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარება, ასევე აქტუალური საკითხების აკადემიური დისკუსიის ფორმატში განხილვის ხელშეწყობა.
აღნიშნული ფორმატი სანგუში პირველად ტარდება და საფუძველს ჩაუყრის სტუდენტური აკადემიური დისკუსიებისა და საჯარო გამოსვლების ახალ სერიას, რომელიც მომავალში ყოველ სემესტრში გაიმართება.
ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.
-
SANGU-ს ორი სტუდენტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ – SANGU-ში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს პროფესორები სამუშაო ვიზიტით რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს ეწვივნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი