დაიშვებით თუ არა გამოცდაზე, თუკი საგამოცდო ბარათი ან პირადობა არ გექნებათ – NAEC-ის დირექტორის განმარტება აბიტურიენტებს
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
როგორც 15 ივნისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) დირექტორმა, თამარ მემანიშვილმა პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, აბიტურიენტს საგამოცდო ცენტრში საგამოცდო ბარათის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის ვალდებულება ისევ აქვს, თუმცა აღნიშნული დოკუმენტების დარჩენის შემთხვევაში, აპლიკანტს გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მაინც მიეცემა.
უფრო კონკრეტულად კი, NAEC-ის დირექტორის განმარტებით:
საგამოცდო ბარათის დარჩენის შემთხვევაში, აბიტურიენტი გამოცდაზე დაიშვება – ბარათს კი ადგილზე – საგამოცდო ცენტრში ამოუბეჭდავენ.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დარჩენის შემთხვევაში, აბიტურიენტი გამოცდაზე დაიშვება იმ დათქმით, რომ მან 12 სამუშაო დღის ვადაში, იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც გამოცდა ჩააბარა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს – წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი საგამოცდო ნაშრომი არ გასწორდება.
შეგახსენებთ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. რაც შეეხება საგამოცდო ცენტრებს, 2026 წელს, 24 საგამოცდო ცენტრი საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქსა და დაბაში გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება