ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს ღირებულებით განათლებას კიდევ 129 სასულიერო პირი ასწავლის – სკოლებში 175 კლუბი უკვე ფუნქციონირებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, პროგრამას, რომელიც სკოლებში სასულიერო პირების ჩართულობით ხორციელდება, კიდევ გააფართოებს. ამის შესახებ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე საუბრობს.
მინისტრის თქმით, “საქართველოს საპატრიარქოსა და სამინისტროს თანამშრომლობით განხორციელებული პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, პატივისცემის, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და სამშობლოს სიყვარულის განმტკიცებას”.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიზნით უკვე გადამზადდა 129 სასულიერო პირი და ისინი მიმდინარე წლის სექტემბრიდან ახალ კლუბებს გახსნიან.
ამჟამად საქართველოს მასშტაბით 141 სკოლაში 175 კლუბი ფუნქციონირებს, რომლებშიც 4 375 მოსწავლეა ჩართული.
პროგრამა ასევე ხორციელდება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და უცხოეთში მყოფი ქართველი ახალგაზრდებისთვის.
განათლების სამინისტროს ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირებისა და მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და სასულიერო პირებს ახალგაზრდების აღზრდასა და ღირებულებითი განათლების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
“ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ როგორც სასულიერო პირები, ასევე მოსწავლეები. სასულიერო პირებს სიგელები ახალგაზრდების აღზრდასა და პროგრამის გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ, ხოლო მოსწავლეები კლუბებში აქტიური ჩართულობისთვის დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, მოსწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები. მინისტრის განცხადებით, პროგრამის გაფართოება მომავალშიც გაგრძელდება”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ამავე თემაზე:
-
გამოცდების შედეგებმა ამ მასწავლებლების დეფიციტი გამოიწვია – რატომ შეცვალა განათლების სამინისტრომ კანონი
by ARIS.GE-განათლება
-
როდის გამოქვეყნდება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი – NAEC-ის პასუხი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
საზაფხულო მისია: როგორ ვაქციოთ არდადეგები შემოქმედებით სასწავლო სივრცედ
by ARIS.GE-განათლება
