GE

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

20 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის საფუძველზე იგეგმება მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამების განხორციელება, ერთობლივი ლექცია–სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება.

ხელის მოწერის ცერემონია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შედგა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური