სტივენ ჯონსის წიგნის ქართული გამოცემის პრეზენტაცია
2013 წლის 10 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი მართავს პროფესორ სტივენ ჯონსის ახალი წიგნის ქართული გამოცემის პრეზენტაციას: “საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის შემდეგ”.
პროფესორი სტივენ ფ. ჯონსი არის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი და ექსპერტი პოსტ-კომუნისტური საზოგადოებისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში. ის არის მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის კვლევების პროფესორი. აგრეთვე, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი.
ღონისძიების დრო: 17:00-18:30 სთ.
ღონისძიების ადგილი: თსუ-ის პირველი კორპუსი, აუდიტორია #115
პროფესორ სტივენ ჯონსის 2012 წელს გამოცემული წიგნი „საქართველო – პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომი, ბოლო ოცი წლის, პოლიტიკური ისტორიის სინთეზური ანალიზია, რომელშიც გამოყენებულია ადგილობრივი და საერთაშორისო რესურსები, ასზე მეტი პირადი ინტერვიუ მინისტრებთან, პრეზიდენტებთან, ელჩებთან, ქვეყნის მართვისა და განვითარების პროცესებში მონაწილე წამყვან პოლიტიკურ პირებთან.
წიგნი მოიცავს ბოლო 20 წლის მანძილზე ქვეყანაში მიმდინარე სამუშაო პოლიტიკური პროცესების, ამომრჩეველთა ქცევის, სახალხო მოძრაობებისა და სოციალური ორგანიზაციების შესახებ ე.წ. bottom-up (ქვემოდან ზემოთ) ანალიზს. ნაშრომში სიღრმისეული და მრავალმხრივი შეფასებაა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებისა, რაც, თავის მხრივ, მეტად მიმზიდველს ხდის მას, როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისათვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვისაც. შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტორბივად, ეს პირველი წიგნია, რომელიც ახდენს პოსტსაბჭოთა საქართველოს, როგორც ქვეყნის განვითარების რეფლექსიას, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს მას თანამედროვე განვითარების, პოლიტიკის შეფასებისა და სამომავლო განჭვრეტისათვის.
აღნიშნული წიგნის ქართული გამოცემა დაეხმარება ფართო საზოგადოებას, რათა მან მიუკერძოებლად შეხედოს ქვეყანაში დამოუკიდებლობის წლებში მიდინარე პროცესებს, გაეცნოს ობიექტურ მონაცემებზე დაფუძნებულ კვლევასა და არსებული სიტუაციის მრავალასპექტიან განხილვას.
-
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში ასოცირების ხელშეკრულების პერსპექტივების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართება
by სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
-
CSS-ი გენდერული თანასწორობის შესახებ ქართველი ახალგაზრდების ცოდნის, აღქმისა და დამოკიდებულების კვლევას აქვეყნებს
by სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
-
CSS-ი საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
by სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი