GE

სტრატეგიული კომუნიკაციები – ალტერბრიჯის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა

საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპამდე, აუცილებელია სრულფასოვანი ინფორმაციის მოძიება შემოთავაზებული სასწავლო პროგრამების შესახებ.

მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯს“ ხშირად მოიხსენიებენ, როგორც განათლების ალტერნატიულ სივრცეს, არატრადიციულ, ინოვაციურ ჰაბს. ფუნქციური დატვირთვის სიტყვათა შეთანხმებაც ამაზე მეტყველებს. „ალტერბრიჯი“ ნიშნავს ხიდს განათლებიდან დასაქმებამდე და პიროვნულ განვითარებამდე. შესაბამისად, ნებისმიერ საფეხურზე კურიკულუმი იქმნება აღნიშნული ღირებულების გათვალისწინებით.

„სტრატეგიული კომუნიკაციების“ სამაგისტრო პროგრამა „სწავლა კეთებით“ პრინციპით ხელმძღვანელობს და სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებაზეა ორიენტირებული. რაც უფრო მრავალმხრივია ცოდნა, მით უფრო იზრდება შესაძლებლობები. შესაბამისად, ალტერბრიჯი მოქნილ პროფესიონალებს აყალიბებს, სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივით.

სტრატეგიული კომუნიკაცია თანამედროვეობის და მომავლის პროფესიაა. ნებისმიერი ზომის, ორგანიზაციული კულტურისა და ხედვის კომპანია, სამთავრობო თუ კერძო სექტორის წარმომადგენელი თანხმდება იმაზე, რომ საკუთარ აუდიტორიასთან სასაუბროდ საჭიროა სპეციალისტების ჩართულობა. ბრენდის იდენტობის შექმნა, კომუნიკაციების სტრატეგიის ჩამოყალიბება და შესაბამისი მარკეტინგული ატრიბუტების ოპტიმალურად ათვისებაა აუცილებელი რეპუტაციული თუ სიტუაციური კრიზის მართვის, ბაზარზე დიდხანს და წარმატებით მოღვაწეობისთვის.

“სწავლის დამთავრების შემდგომ გექნებათ საზოგადოებასთან ურთიერთობის, მისი აზრის ფორმირების, ბრენდ მენეჯმენტის, ციფრული მარკეტინგის დაგეგმვის, მართვის, ანალიზის და სხვა მნიშვნელოვანი პროფესიული უნარები.

ალტერბრიჯის უნივერსიტეტში პრაქტიკოსი ლექტორები ასწავლიან სტუდენტებს, რაც ზრდის ქეისებზე დაფუძნებული განათლების ხარისხს.

კორონავირუსულმა პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ადაპტირდნენ, გადარჩნენ და განვითარდნენ ის კომპანიები, რომლებსაც კომუნიკაციების სწორი სტრატეგია აქვთ არჩეული და მაქსიმალურად მოქნილები არიან. აღმოაჩინეთ თქვენი #ალტერმე და დაეუფლეთ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას”, – ურჩევენ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს უნივერსიტეტში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური