სტუდენტები ონლაინ ლექციებს ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ესწრებიან
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ საუნივერსიტეტო პროგრამა „მუდლს“, რომლითაც ონლაინ ლექციებს ესწრებიან ხარვეზები აქვს. ხშირად პროგრამა ავტომატურად აგდებს, რის გამოც ლექციებზე შესვლას ვერ ახერხებენ.
„ზოგადად პრობლემატური პროგრამაა, ხშირად იქმნება ხარვეზი ხმასთან დაკავშირებით ჩვენი ხმა არ ისმის, ან მიკროფონს ვერ ვრთავთ, ან არ გვესმის. სპეციალისტთან დარეკვის და კონსულტაციის მიუხედავად, პრობლემები სრულად არ გვარდება. ისევ იგივე ხარვეზებია მორიგ ჩართვაზე. სამინისტრო ითხოვს უშუალოდ „მუდლში“ ჩატარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრად უკეთესი პროგრამებით შეიძლება ლექციის უხარვეზოდ ჩატარების. სწორედ ეს ხარვეზები ხდება მიზეზი იმისა, რომ სტუდენტების უმეტესობა აღარც შედის ლექციის მოსასმენად, ეს კი განათლების ხარისხზე აისახება“,- ამბობს ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, ანა ბერიძე.
იგივე პრობლემის წინაშე დგანან ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტებიც, მათი თქმით, პროგრამა ავტომატურად აგდებს და ვერ ესწრებიან ლექციებს.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, ნიკო ახალკაცის განმარტებით, „მუდლი“ ერთ–ერთ საუკეთესო პროგრამაა, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იყენებენ, ამ შემთხვევაში სტუდენტებს პრობლემას სავარაუდოდ ინტერნეტის ხარისხი უქმნის.
„ყველა ერთვება თავიანთი სახლებიდან ზოგს აქვთ სუსტი ინტერნეტი, ზოგს ძლიერი ინტერნეტი. „მუდლის“ პროგრამა ეს არის მსოფლიოში აღიარებული საუნივერსიტეტო პროგრამა, ეს არის საერთაშორისო პროგრამა, დედამიწაზე 95% ამ პროგრამით ასწავლის. თუ ხარვეზი არსებობს ამ პროგრამაზე არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი, და ეს თვითონ სერვერის გამო არ არის, ეს არის საიდანაც ერთვებიან იმის გამო. ჩვენ ყველას ავუხსენით, რომ ლექციას სჭირდება მაღალი დონის ინტერნეტი, რადგან პირდაპირი ჩართვაა“, – განმარტავს ნიკო ახალკაცი და ამატებს, რომ ლექციების ჩასატარებლად სტუდენტებს შეუძლია სხვა პროგრამები გამოიყენონ, რაც შეეხება დავალებებს, ეს აუცილებლად „მუდლის“ პროგრამაში უნდა გაკეთდეს.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
- „თითქმის ყოველი მესამე 15 წლის მოზარდი არ ფლობს საბაზისო მათემატიკურ უნარებს“ – რა საფრთხეზე მიუთითებს ევროკომისიის ანგარიში by მასმედია
- უშუქობის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის 10-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა by მასმედია
- აფხაზეთში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება – სოხუმში ენერგოკრიზისზე საუბრობენ by მასმედია