სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის პროცედურა
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა ტექნიკური აპელაციების მიღება იწარმოებს 4 აგვისტოს 10:00 საათიდან 8 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე www.naec.ge და online.naec.ge.
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:
1) საქართველოს ბანკის სერვის ცენტრები – 0,5 ლარი;
2) ვებგვერდზე ipay.ge – 1 ლარი;
3) “აიფეის” აგენტების ქსელში (საჯარო რეესტრის სააგენტოებში) – 0.5 ლარი;
4) “საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – 1 ლარი (მომსახურება გააქტიურდება 5 აგვისტოდან);
5) საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – 1 ლარი.
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) სერია და ნომერი. გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან უბრუნდება აპლიკანტს).
საფასურის გადახდა შეუძლია როგორც აპლიკანტს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს.
გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი.
აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს როგორც დროებითს. გაითვალისწინეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს “გაგზავნა”.
გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.
განაცხადი ასევე გაიგზავნება თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (ეს ველიც სავალდებულოა და უნდა შეივსოს, შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც რეგისტრაციისას გამოყენებული, ისე სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართი).
განაცხადების მიღება შეწყდება 8 აგვისტოს 18:00 საათზე.
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები და მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
სახელმწიფო ენის გამოცდაში მონაწილეობა სულ 45-მა პირმა მიიღო
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, თუ სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – ტესტის ნიმუშები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი