სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები თსუ-ში
დღეს, 18 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.
არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 3 სტუდენტური ორგანიზაცია: „ერთიანი სტუდენტური მოძრაობა“, „სტუდენტები სტუდენტებისათვის“ და „თავისუფალ სტუდენტთა ალიანსი“ და 10 დამოუკიდებელი კანდიდატი: 1 იურიდიული ფაკულტეტიდან და 9 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან.
საბოლოო მონაცემებით, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში 120 ადგილზე 154 მსურველია რეგისტრირებული.
კენჭისყრის პროცესი 9.00 საათზე დაიწყება და 18.00 საათამდე გასტანს. თორმეტივე საარჩევნო უბანზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, რომელიც პირდაპირი გადაღების რეჟიმში იმუშავებს. თითოეულ დაინტერესებულ პირს განცხადების საფუძველზე შეეძლება ვიდეოჩანაწერის ნახვა.
საარჩევნო კომისიის მოწვევით არჩევნებს 3 საერთაშორისო ორგანიზაცია – „IFES” და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და “საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი“ დააკვირდება.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი