GE

აბიტურიენტი ხარ? – გაიგე რომელი საგნის ჩაბარება შეგიძლია არჩეულ მიმართულებაზე

გამოქვეყნდა 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მითითებით [04/11/2021]

ძვირფასო აბიტურიენტებო, EDU.ARIS.GE გთავაზობთ სპეციალურად თქვენთვის შექმნილ ფილტრს, რომლის საშუალებითაც ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ გაიგოთ: რომელი არჩევითი საგნის/საგნების ჩაბარებაა საჭირო იმ მიმართულებაზე, რომელიც თქვენ აირჩიეთ უმაღლესი განათლების მიღების მიზნით და პირიქით, კონკრეტული სფეროს არჩევის შემთხვევაში, რომელი საგნების ჩაბარება შეგეძლებათ მისაღებ გამოცდაზე.

აირჩიე საგანი და მიიღე მიმართულებები, რომელზეც შერჩეული საგნით ჩაბარებას შეძლებაირჩიე მიმართულება და გაიგე, რომელი საგნის(საგნების) ჩაბარება მოგიწევს

აბიტურიენტებო, როგორც იცით, 2022 წლის მისაღებ გამოცდებში შესული ცვლილებებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველებს 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ მესამე სავალდებულო საგნებს შორის, გარდა მათემატიკის ან ისტორიისა, მეტი არჩევანის შესაძლებლობა მიეცათ.

ქართული და უცხო ენა, ტრადიციულად, სავალდებულო საგნებად რჩება.

დაემატა საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

ცვლილება არ შეხებია ჯანდაცვის მიმართულების არც ერთ პროგრამას.

EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბრის თვეში გამოცდების ცენტრი გამოაქვეყნებს იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალს, რომელზეც 2022 წელს მიღება განხორციელდება. ხოლო „აბიტურიენტის ცნობარი 2022“ ჩვეულ დროს, გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

განახლებადი ინფორმაცია ერვნული განცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური