„გორის დღეები 2026“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახალხო დღესასწაულში მონაწილეობდა
3 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სახალხო დღესასწაულში – „გორის დღეები 2026“ მიიღო მონაწილეობა.
უნივერსიტეტის მიერ 5 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კრებულები და სასაჩუქრე, ბრენდირებული ნივთები წარადგინა.
ქალაქის დღესასწაულის სტუმრებისთვის გაიმართა შემეცნებითი ვიქტორინა „რამდენად კარგად ვიცნობთ გორის უნივერსიტეტს?“, გამარჯვებულებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ აქტივობაში მონაწილეობდნენ: ალექსანდრე მღებრიშვილი – უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი; ანა იმნაძე – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი; მანანა ასლანიშვილი-ჩხეიძე და ირა ქესანაშვილი – ბიბლიოთეკის სპეციალისტები; ლიზი ქარელიშვილი და რატი შუშიაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტები.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დედა ენის“ 150-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ლოძის უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენება წარადგინეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი