CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა საჯარო ლექციას უმასპინძლა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა საჯარო ლექციას უმასპინძლა, რომელიც შვედეთის მეღვინეობის განვითარებასა და ინდუსტრიის პერსპექტივებს დაეთმო.
უნივერსიტეტის მიერ 2 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრას ტოკაის უნივერსიტეტის (უნგრეთი) მკვლევარი, შვედური ბუნებისა და ბაღების შესახებ გამოცემების ფრილანსერი ავტორი კარლ-იოჰან ფაბო უძღვებოდა.
ლექციაზე, სახელწოდებით „სკანდინავიური ღვინოები: დროებითი ტრენდი თუ მომავლის ინდუსტრია? – შვედეთის ახალი მეღვინეობის სექტორი“, მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა ჩრდილოეთ ევროპაში მევენახეობის განვითარების ტენდენციებზე, კლიმატურ გამოწვევებსა და იმ პოტენციალზე, რაც შვედურ ღვინოს საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების საშუალებას აძლევს.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ლექციის დასასრულს, დამსწრე საზოგადოებასა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ დეგუსტაციაში და შვედური ღვინოები დაეგემოვნებინათ.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Chardins Voyages-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე – V“ – CIU-ს აკადემიური პერსონალი სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი