„ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით სახელმძღვანელო „ციფრული წიგნიერება“ გამოიცა
“ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით სახელმძღვანელო – „ციფრული წიგნიერება“ გამოიცა, რომლის ავტორებიც არიან „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ბესიკ ტაბატაძე და პროფესორები: თეიმურაზ სტურუა და თეა თოდუა.
სახელმძღვანელო ბესიკ ტაბატაძის „ევროპის უნივერსიტეტთან“ აფილირების ფარგლებში დაიბეჭდა.
“ციფრული წიგნიერება“ თანამედროვე ქართულენოვანი სახელმძღვანელოა, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის და ციფრულ გარემოში ეფექტური მუშაობისთვის საჭირო პრაქტიკული უნარების განვითარებას ემსახურება.
წიგნში განხილულია კომპიუტერების განვითარების ისტორია, Windows ოპერაციულ სისტემასა და Microsoft Office-ის პროგრამებთან მუშაობის ძირითადი პრინციპები, ელექტრონული ფოსტის ეფექტური გამოყენება და ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტები.
სახელმძღვანელოს ეგზემპლარები ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ , “ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის“ ბიბლიოთეკებში.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი