GE

ალტე უნივერსიტეტმა ევროკავშირის Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

ალტე უნივერსიტეტმა ევროკავშირის Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და პროექტის – BRIDGE2EU: ECHR Standards as a Bridge to EU Law: CJEU Case-Law and Domestic Adjudication in Georgia, განსახორციელებლად დაფინანსება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტმა დღეს, 1-ელ ოქტომბერს გაავრცელა.

პროექტს ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 2026-2029 წლების განმავლობაში განახორციელებს. BRIDGE2EU-ის მიზანია, ალტე უნივერსიტეტში ევროკავშირის სამართლის სწავლებისა და კვლევის გაძლიერება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის სიღრმისეული შესწავლა.

BRIDGE2EU-ის ფარგლებში შემუშავდება სამი ახალი სასწავლო კურსი საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებისთვის, მომზადდება თანამედროვე სასწავლო მასალები და კვლევითი რესურსები, ჩატარდება პრაქტიკაზე ორიენტირებული სემინარები, ვორკშოპები, საჯარო ლექციები და სპეციალური ტრენინგები სამართლის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

პროექტის აკადემიურ გუნდში მონაწილეობენ:

  • ქეთევან ცხადაძე – პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი;
  • ნანა მჭედლიძე – ალტე უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ჯერემი მაკბრაიდი – საერთაშორისო ექსპერტი;
  • ნინო ლობჯანიძე – მოწვეული ლექტორი;
  • ნინო მიშიძე – მოწვეული ლექტორი.

Jean Monnet Module ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის საგრანტო მიმართულებაა, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ევროკავშირის შესახებ სწავლების, კვლევისა და აკადემიური დისკუსიის განვითარებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში შექმნილი კურსები და სასწავლო მასალები უნივერსიტეტის მდგრად აკადემიურ რესურსად ჩამოყალიბდება და ხანგრძლივად შეუწყობს ხელს სტუდენტებისა თუ მოქმედი იურისტების პროფესიულ ზრდას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური