სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, 27 – 28 ივნისს ICON•S საქართველოს მე-3 ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლებს
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, 27 – 28 ივნისს ICON•S საქართველოს მე-3 ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლებს. ღონისძიება მნიშვნელოვან თემას – „შეკრების და გამოხატვის თავისუფლება: გლობალური და ადგილობრივი გამოწვევები” განიხილავს.
ორდღიანი კონფერენცია პანელური ფორმატით ჩატარდება. ღონისძიებაში საქართველოს და საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, ასისტენტ-პროფესორები და დოქტორანტები მიიღებენ მონაწილეობას.
კონფერენციის ფარგლებში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი, პოლიტიკურ- სოციალური და აკადემიური ასპექტები განიხილება.
დაგეგმილი პანელები შემდეგ საკითხებს მოიცავს:
- საჯარო სამსახურისა და გამოხატვის თავისუფლების ურთიერთშეთანხმება;
- სამართლებრივი შეზღუდვები და სახელმწიფო რეაგირების სტანდარტები;
- გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები და ინტერდისციპლინური გადაკვეთები;
- გამოხატვის თავისუფლება საგანმანათლებლო სივრცეში.
ICON•S Georgia საჯარო სამართლითა და პოლიტიკით დაინტერესებული პროფესორების, ახალგაზრდა მეცნიერების, დოქტორანტებისა და სხვა დაინტერესებული პირების გაერთიანებაა. ორგანიზაციის მიზანია საჯარო სამართლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება.
ასეთი ღონისძიებების მასპინძლობა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო და ინტერდისციპლინური საერთაშორისო და ინტერდისციპლინური დიალოგის ხელშეწყობას ნიშნავს, რაც უნივერსიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებას მაღალი ხარისხის, ღია და კრიტიკული აკადემიური სივრცის განვითარებას შეესაბამება.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი