GE

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტმა დასაქმების სააგენტო HR-ს უმასპინძლა

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დასაქმების სააგენტო ,,ეიჩარის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და ისინი სამომავლოდ დაგეგმილ ფორუმზე მიიწვიეს.

დამსწრეებმა ასევე შეავსეს სპეციალური სააპლიკაციო ფორმა.

აღნიშნული ღონისძიება 20 მაისს თბილისში გაიმართება, სტუდენტებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა დასაქმების კომპანიას საკუთარი თავი წარუდგინონ და პირადად გაეცნონ.

ახალგაზრდებმა ფორუმში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ კარგი იქნება თუ სააგენტოები სტუდენტთა დასაქმების კუთხით მეტს იმუშავებენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური