შვედეთის ელჩის დიანა იანსეს წიგნის პრეზენტაცია თსუ-ში
21 მაისს, 17:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოში შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩის დიანა იანსეს წიგნის ”ავღანური დღიურების – ჩემი გულის ერთ ნაწილს აქ ვტოვებ…” პრეზენტაცია გაიმართება. დაგეგმილია ელჩის ლექცია ავღანეთსა და ახალ დიპლომატიაზე.
წიგნი ”ავღანური დღიურები” შვედურიდან ლიკა ჩაფიძემ თარგმნა და 2011 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.
დიანა იანსე შვედეთის სამეფოს სრუფლებიანი ელჩი საქართველოში 2010 წლიდან არის. 2004-2006 წლებში დიანა იანსე დიპლომატიური მისიით ქაბულში შვედეთის სამეფოს საელჩოს წარმომადგენლად მუშაობდა. სწორედ ავღანეთში გატარებულ წლებს ეხება მისი წიგნი ”ავღანური დღიურები”, რომელიც 2010 წლის იანვარში შვედეთში გამოიცა.
მის: ალექსიძის ¼, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი