GE

შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი სტუმრად თსუ-ში

ფოტო –
401

10 მაისს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში შვეიცარიის ელჩი  გიუნტერ ბეხლერი ეწვევა. ელჩი სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის წაიკითხავს ლექციას თემაზე – „მშვიდობა და დემოკრატიული რევოლუცია არაბულ ქვეყნებში“.

დოქტორი ბეხლერი ისაუბრებს არაბულ სამყაროში განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე; ელჩის მოხსენებაში ქუჩის საპროტესტო აქციები, რევოლუციები და „დაუნდობელი შეტაკებები“ ერთის მხრივ, პოლიტიკური და კულტურული სტაგნაციის, ხოლო მეორეს მხრივ, სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების კონტექსტში განიხილება. ელჩი შეეხება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხს: რა სახის „რევოლუციებს“ განვიცდით; ვინ დგას პოლიტიკური ძალების უკან; რით აიხსნება ცვლილებების თანადროულობა სხვადსხვა რეგიონში; როგორია მოვლენების მსგავსება და განსხვავება  სხვადასხვა ქვეყნებში; ასევე, არსებობდა თუ არა ინტელექტუალური ფესვები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სახალხო მოძრაობებს; რა კავშირია დემოკრატიას, მშვიდობიან ცვლილებებს და შეარაღებულ ძალადობას შორის ქვეყნებში, რომელიც დატანილია რუკაზე;

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II  სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური