GE

ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?

ფოტო –
2990

18 სექტემბერს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და სტუდენტურმა კლუბმა „დიალოგი ევრაზია“, უმასპინძლეს პირველად რა? სად? როდის? ინტელექტუალურ თამაშს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

შეჯიბრისათვის საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და სამართლის მიმართულების სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს ექვსი კაცისგან შემდგარი ჯგუფები. კლასიკური თამაშის ფორმატის მიხედვით, ჯგუფებს მოუწიათ თხუთმეტ კითხვაზე პასუხის გაცემა, სადაც კითხვა პასუხი მიმდინარეობდა წუთობრივად. დაძაბული თამაში გაგრძელდა ერთი საათი და დასრულდა ეკონომიკის ჯგუფის გამარჯვებით. გუნდის კაპიტანი დასაჩუქრდა ვიქტორ ჰიუგოს წიგნით – „საბრალონი“. გამარჯვებული გუნდი დაესწრება თბილისის ინტელექტუალურ თამაშს რა? სად? როდის? რომელიც შედგება 23 სექტემბერს.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და სტუდენტური კლუბი „დიალოგი ევრაზია“ მომავალშიც გეგმავს გააგრძელოს ინტელექტუალური თამაშების ახლად დამკვიდრებული ტრადიცია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური