GE

თანამედროვე სასწავლო პროგრამები მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯში

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი – ეს არის ახალი, სრულიად ალტერნატიული სივრცე ქართულ საგანმანათლებლო რეალობაში, რომლის დაარსების საფუძველიც, PR აკადემიის 7 წლიანი წარმატებული მოღვაწეობა გახდა.

სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა, მისცეს ადამიანებს პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზების ახალი შესაძლებლობები, რისთვისაც შედგენილია თანამედროვე სასწავლო პროგრამები.

საბაკალავრო პროგრამა “საზოგადოებრივი ურთიერთობები”

პროგრამის მიზანია ჩამოაყალიბოს , პროფესიული უნარების მქონე კვალიფიციური კადრები მარკეტინგის, PR მენეჯმენტის და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებით.

სწავლის ღირებულება შეადგენს წლიურ 5900 ლარს.

ამასთანავე მოქმედებს ალტერგრანტი და სპეციალური შეთავაზება ოქროს მედალოსნებისთვის.

სამაგისტრო პროგრამა “სტრატეგიული კომუნიკაციები”

უნივერსიტეტ ალტერბრიჯის სტრატეგიული კომუნიკაციის მაგისტრს მრავალმხრივი კარიერული შესაძლებლობები აქვს. მარკეტინგი, რეპუტაციული მენეჯმენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობა ესაჭიროება ნებისმიერი მასშტაბის: კერძო, სამთავრობო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციას. სწორედ ამ მიმართულებით კომპეტენტური კადრების ჩამოყალიბებაა ჩვენი პრიორიტეტი.

სწავლის წლიური ღირებულებაა 4600 ლარი.

მოქმედებს გრანტი 100% სახელმწიფო გრანტს + 100% შიდა დაფინანსება.

ნებისმიერ საფეხურზე არსებული სასწავლო კურიკულუმის, დასაქმების შესაძლებლობებისა და ლექტორების შესახებ ინფორმაციას, შეგიძლიათ გაეცნოთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე ან Facebook Page-ზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური