თბილისის 118-ე საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა
თბილისის 118-ე საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
ბოლო პერიოდში მომატებული კოვიდინფექციის დადასტურებული შემთხვევების გამო, ინფექციის გავრცელების შესაფერხებლად, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, მთელი სკოლა 26 აპრილიდან 12დღის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში ისწავლის.
თბილისში, აღნიშნული სკოლის გარდა, დისტანციურ რეჟიმში სხვა რამდენიმე სკოლა და სხვადასხვა სკოლის კლასები იმყოფებიან. სკოლების რიცხვი, რომლებიც ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, სწავლების ონლაინ რეჟიმს ირჩევენ, თანდათან იზრდება. გასული კვირის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 74 სკოლა და 191 ცალკეული კლასია გადასული.
-
შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია
by ARIS.GE-განათლება
-
კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება
by EDUVID-19