GE

თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი დედაქალაქის მერმა წარადგინა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს მართვის სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 1-ელი ნოემბრის სხდომაზე საზოგადოებას კახა აბულაძე წარუდგინა.

მერმა ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის გამოცდილებაზე ისაუბრა.

„კახა აბულაძე აქამდე მუშაობდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე, მანამდე კი თბილისის მერიაში ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე. კახა აბულაძე მედიცინის დოქტორია და მშობლიურ უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ვფიქრობ, მის ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით მოახმარს ბაგა-ბაღების განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური