თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება – დეტალები
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2023-2024 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება. როგორც EDU.ARIS.GE-ს დღეს, 13 სექტემბერს, დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით ხვდება – სამგორის რაიონში გაიხსნება N130 საბავშვო ბაღის შენობა, ჩუღურეთის რაიონს N125 ბაღის შენობა შეემატება, კრწანისის რაიონში კი, აღსაზრდელებს პირველად N108 საბავშვო ბაღი მიიღებს.
ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში ჩატარდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, რათა ახალი სააღმზრდელო წლიდან პატარებს კიდევ უფრო კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო დახვდეთ.
„აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღსაზრდელთა რეგისტრაცია ახალი წესით განახორციელა, რის შედეგადაც მაქსიმალურად დავაკმაყოფილეთ მოთხოვნა საჯარო ბაგა-ბაღებზე და ახალი სააღმზრდელო წლისთვის 15 000-ზე მეტი აღსაზრდელია უკვე დარეგისტრირებული, დედაქალაქს კი, ჯამში, 188 ბაღი ემსახურება“, – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გოგი ჩიქოვანმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 18 სექტემბერს თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში პატარა აღსაზრდელებს საზეიმო და მხიარული ღონისძიებებით დახვდებიან.
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია