GE

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის ვადები და დოკუმენტების მიღების პროცედურები განისაზღვრა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლისთვის მობილობის ვადები და დოკუმენტების მიღების პროცედურები განისაზღვრა.

სტუდენტებმა, რომლებმაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით (https://emis.ge/mobiloba/) მოიპოვეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასვლის უფლება, უნდა მიმართონ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: №188/01-01, 24.06.2019).

მობილობის ვადები:

  • დოკუმენტაციის მიღება – 26 აგვისტო – 2 სექტემბერი;
  • უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 3 – 6 სექტემბერი;
  • სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)– 9-11 სექტემბერი;
  • საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 12 სექტემბერი;
  • მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელეტქრონულად ასახვა – 16 სექტემბერი.

ვაკანტური ადგილები:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება №186/01-01, 22.07.2019

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საკონტაქტო ინფორმაცია ფაკულტეტების მიხედვით:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – მის.: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №166, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა – 2331).

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, ოთახი №208; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა – 1723; 1725; 1727; 1730; 1732)

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ VI კორპუსი, I სართული, ოთახი №207; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა – 6220; 6221; 6224; 6235).

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №301; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა – 9740; 9733; 9741; 9739).

საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა
მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა – 8521; 8524; 8525; 8530).

იურიდიული ფაკულტეტი – მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 3, თსუ, II კორპუსი, ოთახი N135 ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა – 2223.

მედიცინის ფაკულტეტი – მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 1921;

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა – 3220; 3223).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური