თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბავშვო ბაღი სამგორში გაიხსნება – დაწყებულია რეგისტრაცია
თბილისში, სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, 64-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა და ის მომავალი წლის იანვარში გაიხსნება. აღსაზრდელთა რეგისტრაცია კი უკვე დაიწყებულია.
დასახლებაში ამჟამად მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რის გამოც ბაგა-ბაღებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
„პარალელური რეგისტრაციით აღსაზრდელებს შეუძლიათ, ახალ ბაღში დარეგისტრირდნენ, მის გახსნამდე კი, ჩვენი მომსახურებით სხვა ბაღებში ისარგებლონ“, – განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ ბაღის მონახულების შემდეგ.
თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, 64-ე საბავშვო ბაღი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება, სადაც 15 ჯგუფი გაიხსნება და სკოლამდელ განათლებას 500-მდე აღსაზრდელი მიიღებს.
ახალი საბავშვო ბაღის შენობა აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების, ასევე, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით. ის ადაპტირებულია შშმ პირთათვის და დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტი.
მოამზადა კესო კვაჭაძემ
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია