GE

თბილისში, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება – ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკი

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლაში (N32, N39, N117, N133, N173, N175ა, N175ბ, N177, N191, N207) მოქმედ თბილისის საგამოცდო ცენტრებში პირველი ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, ხოლო N103 საჯარო სკოლაში პირველი ივლისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდები ჩატარდება.

მუნიციპალური ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, მგზავრებს 06:00-დან 20:00 საათამდე, სტანდარტული ტარიფით – 50 თეთრად მოემსახურება.

ეროვნული გამოცდებისთვის გათვალისწინებული იქნება დამატებითი ავტობუსების (M3 კატეგორია) შემდეგი მარშრუტები:

1. მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ავტობუსი მგზავრებს N117 სკოლასთან მიიყვანს;

2. კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან N175ა, N175ბ, N39, N173, N177, N191 საჯარო სკოლებისკენ გადაადგილდება;

3. მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი N103 საჯარო სკოლის მიმართულებით იმოძრავებს.

სად გაჩერდება 2021 წლის ეროვნული გამოცდებისთვის გამოყოფილი ტრანსპორტი – მიმართულებები და საფასური

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური