„თელავის უნივერსიტეტი – სტუდენტური ხედვა“
12 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე „თელავის უნივერსიტეტი- სტუდენტური ხედვა“. შეხვედრაზე სტუდენტებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სტუდენტთა სავალდებულო დასწრება ლექციებზე, მათი აქტიური ჩართვა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, თეორიულთან ერთად პრაქტიკული ცოდნის საჭიროება და ასე შემდეგ. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გამოეხატათ თავისი დამოკიდებულება უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. დისკუსია საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
ნელი ცქიტიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: „ზოგადად ძალიან საინტერესოა ამგვარი დისკუსიების ჩატარება უნივერსტეტში, რადგან შესაძლებლობა გვეძლება გავეცნოთ სტუდენტების ხედვას და მოსაზრებებს, გავიგოთ მათი დამოკიდებულება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. გვინდა, რომ ასეთ შეხვედრებს ხშირი ხასიათი მიეცეს, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.“
-
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორი მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს
by ARIS.GE-განათლება
-
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი გახდა
by ARIS.GE-განათლება
-
თელავის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
by იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი